ღვთაების უბანი
"ღვთაების ბორცვი"ერთ-ერთი უძველესი ნამოსახლარი ბორცვია,რომელიც "ყადორის ბორცვისაგან " გამოყოფილია გვიან წარმოქმნილი თელავის ხევით.აქ აღმოჩნდა რკინის ხანის რკინის ისრისპირების განძი და შუაფეოდალური ხანის სამარხები.ამ შემაღლებაზე დგას V-VIსს. ღვთისმშობლის სახელზე აშენებული დღესაც მოქმედი ეკლესია და გვიანფეოდალური ხანის თავად ყორჩიბაშიშვილების ციხე-სიმაგრის ნანგრევები.
ღვთაების ბორცვი ... ეკლესია ... ეკლესიის უკან სახლი ... თვალშისაცემი, გრძელი, ხის რიკულებიანი მოაჯირით.
სახლი აკადემიკოსს ნოკოლოზ ხომიზურაშვილს ეკუთვნოდა.
თელავში ყველამ ასე იცოდა და იცის
, თუმცა თავდაპირველად ეს სახლი ღვთაების ეკლესიის დეკანოზს ეპიფანე ჯაოშვილს უყიდია თავად რუსიშვილებისაგან. ბატონი ნიკო მამა ეპიფანეს სიძე იყო, ერთადერთი ქალიშვილის მეუღლე. დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი, სემინარიის ყოფილი ეკონომი ( პრორექტორი ), თელავის ღვთაების ეკლესიის წინამძღვარი გახდა.
ქალბატონი ეთერ ხომიზურაშვილ-ჭიპაშვილი ეპიფანეს შვილიშვილია, პროფესიით გერმანული ენის სპეციალისტი, თუმცა ინსტიტუტის დამთვრების შემდეგ ძალიან ცოტა ხანს მუშაობდა, რადგან ადრე გათხოვდა და ოთხ შვილს, ერთ გერსა და სამ თვისას, ზრდიდა. იგი ყოველ ზაფხულს სტუმრობს მამაპაპეულ სახლს. თავისი შვილებით, შვილიშვილებით და შვილთშვილებით აახმაურებს ხოლმე წინაპართა ნაფუძარს.
მამა ეპიფანე, შვილიშვილის თქმით, ძლიერი პიროვნება იყო. მან ცხოვრება თელავში ახალი ენერგიით დაიწყო. მთელ დროს ტაძარში ატარებდა. ეკლესიის უკანა მხარეს მცხოვრები თავადებისაგან სახლიც, მოზრდილი ეზოთი, შეიძინა. ეკლესიის დიაკვანიც, იოსებ მაზმანიშვილი, ეკონომიკურად უაღრესად გაჭირვებული, მეზობლად დაასახლა, - პატარა სახლი შეუძინა. ამ სახლში დღესაც მისი ახლობლები ცხოვრობენ.
გასაბჭოების შემდეგ საქართველოში მართმადიდებლური სარწმუნოებისათვის უმძიმესი დრო დადგა: ეკლესიებს ზარები ჩამოხსნეს , აიკრძალა წირვა-ლოცვა, დაიხურა ტაძრები, მღვდელებს დევნიდნენ, ავიწროებდნენ. ამან ბევრი ღირსეული, თავდადებული, შეუპოვარი მოძღვარი შეიწირა. ბევრმა მათგანმა კი ვერ გაუძლო და ცხოვრების წესი შეიცვალა... როგორ იქცეოდა ეპიფანე ჯაოშვილი? კომუნისტების მიერ დარბეული ეკლესიებიდან ღამით, ჩუმად, მალულად, ურმით მოაბრძანებდა შემთხვევით გადარჩენილ ხატებს და ღვთაების ეკლესიაში აბინავებდა.
მოძღვარს მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ. მრავალგვარი ტანჯვა - წვალების მიუხედავად, ეპიფანე ჯაოშვილი ურყევი რწმენის ადამიანი აღმოჩნდა: მას ვერც წვერი გაპარსეს, ვერც ანაფორა გახადეს, ვერც სულიერად და ფიზიკურად გატეხეს. სამაგიეროდ, 1926-1927 წლებში მეტეხისა და ნარიყალას ციხეებში ამყოფეს.
მამა ეპიფანეს სიცოცხლე მოუსწრაფა ერთ-ერთმა ექიმმა. რამდენიმე კაცმა ჩუმად დაკრძალეს თელავის სასაფლაოზე და ეკლესიის გვერდით, მარჯვენა მხარეს.
 |
| რუსიშვილების სახლი |
 |
| ღვთაების ეკლესიის შესასვლელი |
 |
| Add caption |
 |
| კაფე "მარლეტა" ღვთაების გორაზე. |
 |
| დედაოების ეკლესია |
 |
| ბურჯი |
 |
| აკაკი წერეთლის ქუჩა |
 |
| ვაჟა ფშაველას ქუჩა |
No comments:
Post a Comment